Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შტუტგარტის უნივერსიტეტის პროფესორები თანამშრომლებისთვის და სტუდენტებისთვის ვორქშოპებსა და შეხვედრებს გამართავენ

შტუტგარტის (გერმანია) უნივერსიტეტის პროფესორი ბერნდ ცინი და მისი კოლეგები - კატარინა კუნცი, ტობიას  ბარი და მირა ლეტცელი ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის თანამშრომლებისთვის და სტუდენტებისთვის ვორქშოპებსა და შეხვედრებს გამართავენ.  

ვიზიტის მიზანია განათლების ფსიქოლოგიის ინსტიტუტისა და განათლების მეცნიერებების მიმართულებების პროფესორებისა და სპეციალისტებისთვის სწავლების ციფრული მეთოდების გაცნობა, სპეციალურ სამუშაო ჯგუფებში კონკრეტული მეთოდების დემონსტრირება და სწავლება. 

დაგეგმილია:

ერთი საჯარო ლექცია ორშაბათს, 1 მაისს:  „დიჯიტალიზაცია და ტექნოლოგიების გამოყენება სწავლასა და სწავლებაში“ და სამი სამუშაო ჯგუფი (ე.წ. ვორკშოპი): 

1.  2 მაისი, 10:00 -13.45 –  „360°-იანი პროფესიული ხედვა და ვიდეოები ვირტუალურ რეალობაში“.

2.  3 მაისი 10:00 -13.45 – „ციფრული თამაშები განათლებაში InCoLearn გამოყენებით“;

3. 4 მაისი, 15:00 -18:00 – „AI-ინსტრუმენტები განათლებაში: უპირატესობები და ნაკლოვანებები“.

ვორქშოპების  პარალელურად, თსუ-სა და შტუტგარდის უნივერსიტეტის პროფესორებს შორის გაიმართება შეხვედრები, სადაც დაიგეგმება სამომავლო ერთობლივი კვლევები და თანამშრომლობის სხვა შესაძლებლობები. 

შტუტგარდის უნივერსიტეტის პროფესორების ვიზიტი ფინანსდება ერაზმუს+ ინსტიტუციათა შორის შეთანხმების გრანტის ფარგლებში.